პოლონეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი
- მსოფლიო
- 31.05.2018
- 14:44
ორი ადამიანი დაიღუპა პოლონეთის ქალაქ ლოძინის მსუბუქძრავიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. სახანრძო სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, თვითმფრინავი სავარაუდოდ დაშვების დროს ჩამოვარდა.
ბორტზე ორი მამაკაცი იმყოფებოდა. მომხდარის მიზეზები დაუდგენელია.