მერკლი კანცლერი მეოთხედ იმის გამო გახდა, რომ მსოფლიო ტრამპისგან ეხსნა, - ობამას ყოფილი მრჩეველი
- მსოფლიო
- 31.05.2018
- 16:40
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მეოთხედ ქვეყნის ხელმძღვანელი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების გამო გახდა. ამის შესახებ ამერიკის ექს-პრეზიდენტის ბარაკ ობამას ყოფილმა მრჩეველმა ბენ როდსმა განაცხადა.
როდსი თავის მემუარებში განმარტავს, თუ რამ აიძულა მერკელი გერმანიის კანცლერი მეოთხედ გამხდარიყო. მისი აზრით, ამის მიზეზი ტრამპი აღმოჩნდა, რომელმაც აშშ-ის არჩევნებში გაიმარჯვა.
ამის შემდეგ მერკელმა თავი ვალდებულად იგრძნო „დაეცვა ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი“- წერს როდსი.
ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერად მეოთხე ვადით მარტში აირჩიეს.