შოთაძე უნდა გადადგეს - ლევან კობერიძე
- პოლიტიკა
- 31.05.2018
- 18:48
„შოთაძე უნდა გადადგეს ამ რეზონანსული საქმის არასათანადო, უპასუხისმგებლო და არაკვალიფიციური გამოძიების გამო,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
მმართველი გუნდის წარმომადგენელი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„რაღ მინდა უცხოელი ექსპერტები, პროკურორ-გამომძიებელმა იქნებ ახსნას დევივით ბავშვს 1 ბავშვმა როგორ მიაყენა დანით ამდენი ჭრილობა... და ეს მას სჯერა რომ 1 ან თუნდაც 2 მონაწილე იყო ამ ამბავში?!?!“- წერს კობერიძე.