გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს
- პოლიტიკა
- 31.05.2018
- 23:56
აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.
ისინი სკანდირებდნენ „წადი, წადი“.
კვირიკაშილმა აქციაზე რამდენიმე წინადადების თქმა შეძლო: „ჩემთვის თანამდებობა და სკალმი არ არის მნიშვნელოვანი“, რის შემდეგაც აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე „წადი, წადი!“ სიტყვის გაგრძელება ვერ შეძლო. პრემიერ-მინისტრი აქციიდან დაცვამ გაიყვანა.