მანჩესტერში ავტომობილმა ქვეითებს გადაუარა -არიან დაშავებულები
- მსოფლიო
- 01.06.2018
- 10:22
ბრიტანეთის ქალაქ მანჩესტერში ავტომობილმა ქვეითებს გადაუარა. დაშავდა ხუთი ადამიანი.
ინციდენტი ტრაფორდ-პარკის რაიონში მოხდა.
დაშავებულები სხეულის სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციის განცხადებით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლი, 21 წლის მამაკაცი დააკავეს.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.