primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

გირგვლიანისა და ხორავას ქუჩის საქმე ერთმანეთს არ უნდა შევადაროთ - თამარ ჩუგოშვილი

  • პოლიტიკა
  • 01.06.2018
  • 10:32
გირგვლიანისა და ხორავას ქუჩის საქმე ერთმანეთს არ უნდა შევადაროთ - თამარ ჩუგოშვილი

გირგვლიანის საქმე იყო საქმე, სადაც ხელისუფლებას გადასარჩენი ჰყავდა და ხელი ჰქონდა დასაფარებელი ადამიანებზე და მთელმა საქართველომ იცოდა, ხელს ვის აფარებდნენ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმეში არავინ არსებობს დასაფარი, დასამალი, ხელის დასაფარებელი და გადასარჩენი. საზოგადოება ამაში ნამდვილად დარწმუნდება. ასე რომ, გირგვლიანის საქმესა და ამ საქმეს შორის განსხვავება ძალიან დიდია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ორი საქმე ერთმანეთს არ უნდა შევადაროთ, რადგან სანდრო გირგვლიანი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა თავისი ხელით, წამებით მოკლეს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი საზარელი აქტი კი, ძალიან ტრაგიკული ფაქტია, როდესაც ახალგაზრდებმა ერთმანეთი სასიკვდილოდ გაწირეს.

მისივე თქმით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრები რომელი პარტიის წარმომადგენლებიც არ უნდა იყვნენ, უნდა ეცადონ, საქმის გამოძიებას კეთილსინდისიერად მიუდგნენ და გვერდით გადადონ პოლიტიკური მოტივები, რომელიც დღეს ძალიან დიდი დოზით არის.

„ჩემთვის მთავარია, კითხვები არ დარჩეს და საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნება, ამას ჩემთვის მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. ეს ნამდვილად ძალიან დიდი ადამიანური ტრაგედიაა და ამას პოლიტიკური სპეკულაციები ნამდვილად არ სჭირდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
  • 12:11
ძალიან პრობლემური განცხადებაა, პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge