png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

რუმინეთის პარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო

  • პოლიტიკა
  • 01.12.2015
  • 17:08
 რუმინეთის პარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო

რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ასევე ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებულ რეფორმებს", - ნათქვამია "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ" განცხადებაში, რომელიც რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა 2015 წლის 24 ნოემბერს მიიღო. 
დოკუმენტის ქართულ თარგმანს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, კომიტეტი მიესალმება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ელოდება პოზიტიური პოლიტიკური შედეგის დადგომას ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებით; საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ კონტექსტში, კომიტეტი საქართველოს მიერ რეფორმების გაგრძელებისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
"განცხადებაში პოზიტიურადაა შეფასებული ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი, ასევე, ნატო-ს სპეციალური მხარდაჭერის პროგრამა საქართველოსთვის. 
განცხადებაში ასევე დაგმობილია რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2014 წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულება, ასევე რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის 2015 წლის 18 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge