png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თამარ სანიკიძემ და ტარიელ ხეჩიკაშვილმა მე-18 სკოლის განახლებული სპორტული დარბაზი დაათვალიერეს

  • საზოგადოება
  • 01.12.2015
  • 17:24
თამარ სანიკიძემ და ტარიელ ხეჩიკაშვილმა მე-18 სკოლის განახლებული სპორტული დარბაზი დაათვალიერეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა მე-18 საჯარო სკოლაში სრულიად განახლებული სპორტული დარბაზი დაათვალიერეს.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, მე-18 საჯარო სკოლაში სრულიად განახლდა ავარიული სპორტული დარბაზი და საქართველოში დღეს ის ერთ–ერთი საუკეთესოა.
დაიგო სპეციალური სპორტული ფრანგული გერფლორ-ის წარმოების კომბინირებული 6სმ–იანი ვინილის იატაკი, ისეთი, როგორიც ბაქოსა და თბილისის ოლიმპიურ თამაშებზე იყო გამოყენებული. ევროსტანდარტების დონეზე გაკეთდა სველი წერტილები (მათ შორის ინკლუზიურიც) და გასახდელები.
"მე-18 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სპორტულ ღონისძიებებში და სხვადასხვა ჩემპიონატებში არაერთი გამარჯვება აქვთ მოპოვებული. სწორედ ამ სკოლის კურსდამთავრებულია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯაბა კანკავა. შესაბამისად, ახალი სპორტული დარბაზი, მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო მეტი გამარჯვება მოუტანონ სკოლას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით, დაწყებით საფეხურზე სპორტის საათები იზრდება. მოსწავლეებს ჩაუტარდებათ "ფიზიკური აღზრდისა და სპორტის" გაკვეთილები და მას ორის ნაცვლად კვირაში სამი საათი დაეთმობა. განსაკუთრებული ყურადღება კი მოძრავ თამაშებს მიექცევა", - აცხადებენ განათლების სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, სკოლებში სპორტის სათანადო განვითარებას სამინისტრო ხელს უწყობს ინფრასტურქურული პროექტებითაც. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 2013-2015 წლებში 87 სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია მოხდა, რაშიც 10,164,509 ლარი დაიხარჯა. ამასთანავე, განხორციელდა 22 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 1,887,738 ლარს შეადგენს.
სამინისტროს ცნობით, მე-18 საჯარო სკოლაში, სადაც 714 მოსწავლე ირიცხება, სპორტული დარბაზის გარდა, სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც განხორციელდა. ამოქმედდა ექიმის კაბინეტი, მთლიანად შეიცვალა განათების სისტემა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შვედურ კედელსა და გათბობას. სკოლაში შესაბამისი გარემოა შექმნილი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწვალეებისთვის – სკოლას, სადაც 13 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი სწავლობს, ორი სპეც.მასწავლებელი ემსახურება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მე-18 სკოლაში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გარემონტდა კლასები სასკოლო მზაობის პროგრამისთვის, სადაც ბავშვები აღნიშნულ პროგრამას დაეუფლებიან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge