დოლიძის ქუჩაზე მაღაზიის კონსულტანტი გოგონა დაჭრეს
- მსოფლიო
- 04.06.2018
- 12:43
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ერთ-ერთი მაღაზიის კონსულტანტი ფეხში დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, 70-წლამდე ნასვამმა მამაკაცმა იარაღი გაისროლა და ანასხლეტი ახალგაზრდა გოგოს ფეხში მოხვდა. დაჭრილი გოგონა სტუდენტია.
მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
სამართალდამცველებმა მამაკაცი ადგილზევე დააკავეს.