სტამბულში აფეთქება მოხდა
- მსოფლიო
- 02.12.2015
- 09:31
თურქეთის პოლიცია სტამბულში მომხდარ აფეთქებას იძიებს. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გვიან საღამოს ბაირამფაშას რაიონში, მეტროს გადასასვლელში აფეთქდა. რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ატილა აიდინერის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ დასტურდება. პოლიციას მომხდარისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია ჯერ არ მიუცია. ინციდენტის გამო სტამბულის მეტროს მუშაობა რამდენიმე საათით შეფერხდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200