17 წლის პილოტმა თვითმფრინავი ავტომაგისტრალზე ავარიულად დასვა
- მსოფლიო
- 04.06.2018
- 15:12
კანადის ქალაქ ტორონტოსთან ავტომაგისტრალზე ავარიულად დაეშვა მცირე ზომის თვითმფრინავი, რომლის შტურვალთან 17 წლის პილოტი იმყოფებოდა. ინციდენტი ქალაქიდან 85 კმ-ში მოხდა.
საჰაერო ხომალდი ქალაქ ოშავადან აფრინდა, რის შემდეგაც ნორჩმა პილოტმა შეამჩნია, რომ ძრავს პრობლემები ჰქონდა და განგაშის სიგნალი გაუშვა. ავარიული დაშვების შედეგად არავინ დაშავებულა. არ დაზიანებულა თვითმფრინავიც.