ვულკან ფუეგოს ამოფრქვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 69-ს მიაღწია
- მსოფლიო
- 05.06.2018
- 11:36
გვატემალაში ვულკან ფუეგოს ამოფრქვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 69-ს მიაღწია. ქვეყნის სასამართლო მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია მხოლოდ 17გარდაცვლილის ცხედარი.
60-ზე მეტი ადამიანი ესკუინტლას პროვინციაში დაიღუპა, ცხრა კი სტიქიას საკატეპექსის დეპარტამენტში ემსხვერპლა.
დაშავებულთა რაოდენობა 46-ს შეადგენს. ევაკუირებულია 3 ათასზე მეტი ადამიანი.