primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

პროკურატურის სისტემაზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირი იუსტიციის მინისტრია - დავით უსუფაშვილი

  • პოლიტიკა
  • 05.06.2018
  • 15:18
პროკურატურის სისტემაზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირი იუსტიციის მინისტრია - დავით უსუფაშვილი

იუსტიციის მინისტრს რაც შეეხება, პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირი პროკურატურის სისტემაზე, უფრო მეტად ვიდრე სასამართლო სისტემაზე, არის იუსტიციის მინისტრი, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, როდესაც ხელისუფლება იღებდა პროკურორის გადადგომის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მას ცოტა გამიკვირდა, რადგან სწორედ პროკურორი არის ის ადამიანი, ვინც ვადით არის დანიშნული და დაცულია ბევრი სამართლებრივი ნორმით და მინისტრია ის ფიგურა, რომელიც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს ხოლმე. 

უსუფაშვილმა მთავარი პროკურორობის კანდიდატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შალვა შავგულიძე, ანა დოლიძე და ლია მუხაშავია  - სამივე ამ თანამდებობას შეესაბამება. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ამ წრიდან უნდა აარჩიოს, სხვა შემთხვევაში პროცესების ცოტა სხვა მიმართულებით განვითარებას მივიღებთ. 

„ვთვლით, რომ მთავარ პროკურორად გვჭირდება მაღალი ნდობის მქონე ადამიანი. დასახელდა საინტერესო კანდიდატურები: შალვა შავგულიძე, ანა დოლიძე, ლია მუხაშავრია, სამივეს ის თვისებები აქვს, რომელიც სჭირდება პროკურორს. ხელისუფლებამ ამ წრიდან უნდა აარჩიოს, სხვა შემთხვევაში პროცესების ცოტა სხვა მიმართულებით განვითარებას მივიღებთ. იუსტიციის მინისტრს რაც შეეხება, პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირი პროკურატურის სისტემაზე, უფრო მეტად ვიდრე სასამართლო სისტემაზე, არის იუსტიციის მინისტრი. ამიტომ, როდესაც ხელისუფლება იღებდა პროკურორის გადადგომის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მე ცოტა გამიკვირდა, იმიტომ რომ სწორედ პროკურორი არის ის ადამიანი, ვინც ვადით არის დანიშნული და დაცულია ბევრი სამართლებრივი ნორმით და მინისტრია ის ფიგურა, რომელიც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს ხოლმე. მე თავიდანვე გამიკვირდა, როდესაც მოხდა პირიქით. პოლიტიკური პასუხისმგებლობა თუ იყო დანახული ხელისუფლების მხრიდან, მაშინ პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პირი უნდა შეცვლილიყო. რაც შეეხება შოთაძეს, მას, რა თქმა უნდა, შეეძლო საქმე უკეთ წარემართა, მაგრამ მე მას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ თავისი ინიციატივით ეს კაცი ცუდი საქმეების გამკეთებელი არ იყო. მე არ ვამბობ, რომ იუსტიციის მინისტრის ავალებდა ცუდი საქმეების კეთებას, მაგრამ თავად პოლიტიკური ქუდი არის დამნაშავე იმ ვითარებაში, რაშიც პროკურატურაა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge