მიწისძვრის შედეგად აზერბაიჯანში სავადმყოფოებს 30-მდე ადამიანმა მიმართა
- მსოფლიო
- 06.06.2018
- 11:01
მიწისძვრის შედეგად, რომლის ეპიცენტრიც აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთით დაფიქსირდა, 30-ზე მეტმა ადამიანმა საავადმყოფოებს მიმართა. ერთი ადამიანი გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.
გუშინ 22:40 საათზე 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 15 კმ-ში, ზაქათალის რაიონში დაფიქსირდა. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოში, სომხეთსა და დაღესტანშიც. მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად აზერბაიჯანში რამდენიმე სახლს ბზარებიც გაუჩნდა.