ვულკან ფუეგოს ამოფრქვევის შედეგად დაკარგულად 192 ადამიანი მიიჩნევა
- მსოფლიო
- 06.06.2018
- 11:27
ვულკან ფუეგოს ამოფრქვევის შედეგად დაკარგულად 192 ადამიანი მიიჩნევა.
ამ დროისთვის აღმოჩენილია 75 ცხედარი, მათგან მხოლოდ 23-ია იდენტიფიცირებული.
ხელისუფლებამ ვულკანის მიმდებარე რაიონებიდან სასწრაფო ევაკუაცია უკვე გამოაცხადა. ევაკუაცია ადგილობრივი მოსახლეობის გარდა მაშველებს, ექიმებსა და ჟურნალისტებსაც შეეხება.