ფლორიდაში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 06.06.2018
- 13:11
სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ფლორიდის შტატის ქალაქ ჯეკსონვილში მომხდარი სროლისას.
მედიის ცნობით, სროლა ავტოგასამართ სადგურთან ახლოს მოხდა. ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, უცნობია მათი ასაკი, თუმცა სავარაუდოდ არასრულწლოვანები არიან.
ინციდენტის მიზეზი უცნობია. გამოძიება ვარაუსობს, რომ ერთ-ერთ ავტომობილს სხვა მანქანიდან ესროლეს.