ამერიკელმა დიზაინერმა ქეით სპეიდმა თავი მოიკლა
- მსოფლიო
- 06.06.2018
- 13:52
ამერიკელი დიზაინერი ქეით სპეიდი ნიუ-იორკში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ მან თავი მოიკლა. წერს The Hollywood Reporter-ი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
აღნიშნულია, რომ 55 წლის სპეიდი მოსამსახურემ იპოვა. მან ასევე აღმოაჩინა წერილი. The Washington Post-ის ცნობით, სპეიდს ყელზე შემოხვეული ჰქონდა წითელი შარფი, მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
სპეიდი ჩანთების დიზაინერი იყო. პროდუქცია ბრენდ Kate Spade New York-ის ქ ვეშ გამოდიოდა. 2007 წელს სპეიდმა ეს კომპანია დატოვა და მოგვიანებით დაარსა Frances Valentine-ის მარკა. 2017 წელს ფირმა Coach-მა 2,4 მლრდ დოლარად ბრენდი Kate Spade იყიდა.