primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

ჩვენ და რაც მთავარია, ზაზა სარალიძე უნდობლობას ვუცხადებთ საგამოძიებო კომისიას - სალომე სამადაშვილი

  • პოლიტიკა
  • 06.06.2018
  • 14:02
ჩვენ და რაც მთავარია, ზაზა სარალიძე უნდობლობას ვუცხადებთ საგამოძიებო კომისიას - სალომე სამადაშვილი

ჩვენ და რაც მთავარია, ზაზა სარალიძე უნდობლობას ვუცხადებთ ამ კომისიას, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას. 

როგორც ის განმარტავს, ის და მისი პარტია იქამდე იბრძოლებს, სანამ ზაზა სარალიძე სიმართლეს არ დაადგენს. 

სხვა სიტუაციაში, ამ ქვეყანაში ალბათ აღნიშნული კომისიის შექმნა შესაძლოა რაიმე აზრის მატარებელი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ დღეს ვხედავთ ერთ რამეს - მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია იმისთვის, რომ მოხდეს დაზარალებული ზაზა სარალიძის დისკრედიტაცია. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ ორგანიზება გაუკეთა სამარცხვინო კონტრაქციებს იმისთვის, რომ ამ ადამიანის გაჭირვება აქციოს მასკარადად, ვხედავთ, რომ ტაშით გააცილეთ პროკურორი, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად იმაზე, რაც მოხდა. აღნიშნულ ვითარებაში ამ კომისიის შექმნა არის მცდელობა, რომ გადაიფაროს საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომელიც მოითხოვს ამ სისტემის ჩამოშლას და პირველ რიგში ქალბატონი წულუკიანის გადაყენებას პოსტიდან. სწორედ ის არის შემოქმედი იმ სისტემისა, რომელიც აღარ ენდობა საქართველოს არც ერთი მოქალაქე. ამ სისტემის ჩამოსაშლელად კომისიის შექმნა საკმარისი არ არის.

კომისია მხოლოდ გააჭიანურებს დროს და შექმნის შესაძლებლობას, რომ ჩაიფარცხოს ეს საქმე ისევე, როგორც ჩაიფარცხა ყველა სხვა გამოუძიებელი საქმე თქვენი ხელისუფლების დროს. სწორედ ამიტომ, ჩვენ და რაც მთავარია, ზაზა სარალიძე უნდობლობას ვუცხადებთ ამ კომისიას. ჩვენ გვინდა განვაცხადოთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა სხვა პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე ამ ქვეყანაში, გააგრძელებს ბრძოლას მანამდე, სანამ ზაზა სარალიძე არ იპოვის სამართალს საკუთარი მოკლული შვილისთვის. დღეს ამ კომისიის შემადგენლობას უნდობლობა გამოუცხადა ზაზა სარალიძემ და ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, თუ რატომ არ დავუჭერთ მხარს კომისიის შექმნას", - აცხადებს სამადაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge