სტრასბურგში აფეთქება მოხდა - დაშავდა 11 ადამიანი
- მსოფლიო
- 06.06.2018
- 17:07
საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მარცვლეულის საწყობში აფეთქება მოხდა, დაშავდა 11 ადამიანი.
გავრცელებული ცნობით, აფეთქების შემდეგ საწყობში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
მომხდარის მიზეზები უცნობია.
.