20 დაღუპული და 110 დაჭრილი - აფეთქება ბაღდადში
- მსოფლიო
- 07.06.2018
- 11:56
ბაღდადში მადინათ-ას-სადრის რაიონში აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა, 110 კი დაიჭრა.
სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის ცნობით, ღამით შიიტურ მეჩეთთან ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ზოგიერთი მედიის ინფორმაციით, ყავახანასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.
მადინათ-ას-სადრის რაიონში შიიტი მუსულმანები ცხოვრობენ.