primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

ზაზა სარალიძე სერგი კაპანაძეს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 07.06.2018
  • 13:50
ზაზა სარალიძე სერგი კაპანაძეს შეხვდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძე დღეს, მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდა.

მათი შეხვედრა სარალიძის სახლში გაიმართა. როგორც ის განმარტავს, საქმეზე უფრო დეტალურად სასაუბროდ, დაზარალებული ხვალ პარლამენტში ადვოკატთან ერთად მივა. 

"კომისიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება. ხვალ შევქმნით კომისიას ტექნიკურად, ეს იქნება პირველი პროცედურული შეხვედრა, რომელზეც მოხდება დებულების დამტკიცება, პირველი პროცედურული ნაბიჯები, რაც შემდეგ ბიურომ უნდა დაამტკიცოს და კომისიას შეეძლება, შეუდგეს საქმიანობას. ჩემი, როგორც კომისიის თავმჯდომარის და ჩვენი, როგორც კომისიის ამოცანაა, დროის დაკარგვის გარეშე გადავდგათ ნაბიჯები, რომ საქმე წინ წავწიოთ. დღეს დილით მე მქონდა შეხვედრა ზაზა სარალიძესთან. მოვისმინეთ მისი პოზიცია და შევთანხმდით მომავალ თანამშრომლობაზე. ასევე, გვქონდა შეხვედრა მის ადვოკატთან. დღეს კიდევ მექნება შეხვედრა სახალხო დამცველთან, სადაც ვისაუბრებთ სახალხო დამცველის პოზიციაზე და მის მიერ აღმოჩენილ სხვადასხვა დარღვევებზე. 14:00 საათზე კი მექნება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა ასევე შევთანხმდეთ თანამშრომლობის მომავალ პერსპექტივებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კომისიის საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და საჯარო და ყველა სუბიექტი მაქსიმალურად იყოს ჩართული. ასევე, ხვალ მე მექნება შეხვედრა ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან პარლამენტში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

კითხვაზე, ენდობა თუ არა სარალიძე საპარლამენტო კომისიას, კაპანაძე ამბობს, ამაზე თვითონ ზაზა სარალიძე დააფიქსირებს პოზიციას.
„თქვენ თვითონ განსაჯეთ, აქვს თუ არა ნდობა კომისიის მიმართ. დღეს გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა მასთან სახლში, შევთანხმდით რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ხვალ მოდის პარლამენტში ადვოკატთან ერთად“, - დასძინა სერგი კაპანაძემ. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge