იაპონიისკენ ტაიფუნი „მალიქსი“ მიემართება
- მსოფლიო
- 08.06.2018
- 10:51
ტაიფუნი „მალიქსი“ წყნარ ოკეანეში, ფილიპინების რაიონში გაჩნდა და იაპონიის არიქიპელაგის მიმართულებით მოძრაობს.
ქარის მაქსიმალური სიჩქარე წამში 30 მეტრს შეადგენს. ტაიფუნის ცენტრში წნევა კი 994 ჰექტოპასკალს აღწევს.
მან ორშაბათს დილით შესაძლოა, იაპონიის სამხრეთ-აღმოსავლეთს მიაღწიოს. მეტეოროლოგები სამხრეთ რაიონების მოსახლეობას ურჩევენ მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციას თვალი ყურადღებით ადევნოს.
იაპონელმა სპეციალისტებმა ტაიფუნს მეხუთე რიგითი ნომერი მიანიჭეს.