დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერი მასწავლებელს შეადარა
- მსოფლიო
- 08.06.2018
- 11:18
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი მასწავლებელს შეადარა და მასთან შეხვედრაზე დიდი შვიდეულის სამიტზე უარი განაცხადა. ამის შესახებ The Telegraph-ი ამერიკის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით წერს.
„ის სკოლის მასწავლებელს გავს. ვფიქრობ, რომ მას კარგი ურთიერთობები არავისთან აქვს“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.
სხვა წყაროს ინფორმაციით, ამერიკის ლიდერი დაიღალა იმის გამო, რომ მეი სარგებლობს ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობებით, რათა ამით პირადი მოგება მიიღოს.
„დიდი შვიდეულის“ სამიტი კანადის ქალაქ კვებეკში 8-9 ივნისს იმართება.