primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველოში სიღარიბე დასაძლევი გვაქვს - კვირიკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 08.06.2018
  • 13:13
საქართველოში სიღარიბე დასაძლევი გვაქვს - კვირიკაშვილი

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველოში სიღარიბე დასაძლევი გვაქვს, აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი აკეთებს. როგორც კვირიკაშვილი განმარტავს,  2014 წელს ქვეყანამ გამოიარა უმძიმესი კრიზისი, რომელიც გამოწვეული იყო უკრაინაში საომარი მოქმედებებითა და ოკუპაციით. ასევე, სირიაში ძალიან მძიმე კრიზისი, რომელიც რა თქმა უნდა, რეგიონზე აისახა, აისახა ჩვენი ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებზე, აისახა დევალვაციაში.

“ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდა, მან მნიშვნელოვნად გაასწრო ინფლაციის მაჩვენებელს, მაგრამ, სამწუხაროდ ამავდროულად ძალიან გაიზარდა დევალვაციის შედეგად დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსი, რამაც სერიოზული ნეგატიური გავლენა მოახდინა ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

რომ არა ის ფისკალური, ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც ესტონური მოდელის სახით არის ჩვენთან ცნობილი და რომელიც 2017 წლის პირველი იანვრიდან ჩავრთეთ, თუმცა მანამდე მთელი წელი ვამზადებდით, ვსწავლობდით, მათ შორის სავალუტო ფონდის მნიშვნელოვანი ექსპერტების დახმარებით, ესტონეთის შეცდომებს, ჩავარდნებს, რომელიც იქ განხორციელებულ რეფორმას მოჰყვა და პრინციპში, ყველა შესაძლო ასე ვთქვათ ხვრელი დაილუქა საკანონმდებლო, სწორი ცვლილებების შედეგად.

ძალიან ბევრი ვიმუშავეთ პარლამენტთან ერთად, მთელი პარლამენტი იყო ჩართული, განსაკუთრებით, ბუნებრივია, ეკონომიკური პროფილის - საფინანსო საბიუჯეტო და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტები.

შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ დავძლიეთ  კრიზისის ეფექტი, არამედ მნიშვნელოვან პოზიტიურ ტენდენციაში მოვახდინეთ ამ კრიზისის ტრანსფორმაცია.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველოში სიღარიბე დასაძლევი გვაქვს, ამას კიდევ არა ერთი წელი დასჭირდება და ეს სიმართლეა, თუმცა ის ტენდენცია, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული, არის რეცეპტი და გზა, სიღარიბის დაძლევისა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს ძალიან სწორი, საფუძვლიანი იმედი იმისა, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ამ გზით ნამდვილად შესაძლებელია, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი სიღარიბეს”, აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge