თეთრმა სახლმა გუანტანამოს ციხის დახურვის გეგმაზე პენტაგონს უარი უთხრა
- მსოფლიო
- 02.12.2015
- 11:05
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პენტაგონის გეგმაზე გუანტანამოს ციხის დახურვის შესახებ უარი განაცხადა. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თეთრმა სახლმა პროექტი ძვირადღირებულად მიიჩნია.
გამოცემის წყაროს მონაცემებით, სამხედრო უწყებამ 600 მლნ დოლარი მოითხოვა. აქედან 350 მლნ დოლარი აშშ-ში ახალი ციხის ასაშენებლად იგეგმებოდა.
გუანტანამოს ციხის წლიური ექსპლუატაციის ღირებულება 400 მლნ დოლარს შეადგენს. აშშ-ის ახალი ბიუჯეტი კი პატიმრების სხვა ციხეებში გადაყვანის ხარჯებს არ ითვალისწინებს.
ციხის დახურვა ობამას ერთ-ერთი წინსაარჩევნო დაპირება იყო. დღეისათვის ციხეში 107 პატიმარი იმყოფება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200