შსს-ში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრიფინგი 17:00 საათზე გაიმართება
- სამართალი
- 09.06.2018
- 16:15
შსს-ში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრიფინგი 17:00 საათზე გაიმართება.
მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი გამოკითხვაზე იმყოფება. ცოტა ხნის წინ მასთან ადვოკატი ინგა ჩალაური მივიდა.
სუბელიანი შსს-ში გამოკითხვაზე დღეს მესამედ დაიბარეს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო დავით სარალიძე 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სასამართლომ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წლითა 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძისგანზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე.