პერუში 56 ბავშვის ჩონჩხი აღმოაჩინეს
- მსოფლიო
- 11.06.2018
- 12:22
პერუში, ტრუხილიოს პროვინციაში ლა-ლიბერტადის რაიონში 56 ბავშვის ჩონჩხი აღმოაჩინეს. ისინი მსხვერპლშეწირვის დროს იყვნენ მოკლულნი. უძველესი სამარხი 600 წელს ითვლის.
სპეციალისტების სიტყვით, ბავშვებს ღმერთებს წყალდიდობის შეჩერების მიზნით სწირავდნენ.
მსხვერპლშეწირვის ტრადიცია თანამედროვე პერუს ჩრდილოეთით 1250-1470 წლებში არსებობდა.