კენკრის ტორტი დონალდ ტრამპისთვის (ფოტო)
- მსოფლიო
- 11.06.2018
- 13:25
სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა ლი სიანულუნმა ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს დაბადების დღე, აშშ-ჩრდილოეთ კორეის სამიტის დაწყებამდე, დროზე ადრე მიულოცა.
ფოტო, სადაც აშშ-ის პრეზიდენტს კენკრით მორთულ ტორტს გადასცემენ, სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვივიან ბალაკრიშნანმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.
„ვზეიმობთ დაბადების დღეს, ცოტა ადრე“, - დაწერა მინისტრმა „ტვიტერში“.
ფოტოზე ტრამპი იცინის. მის გვერდით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თეთრი სახლის აპარატის უფროსი ჯონ კელი იმყოფებიან, რომლებიც ტორტს აპლოდისმენტებით ხვდებიან.
დონალდ ტრამპს 14 ივნისს 72 წელი უსრულდება.
