png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი განცხადებას ავრცელებენ

  • საზოგადოება
  • 02.12.2015
  • 11:30
ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი განცხადებას ავრცელებენ

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები განცხადებას ავრცელებენ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20 ნოემბერს მიღებული განჩინების თაობაზე, რომლითაც "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება გაუქმდა. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე აცხადებენ, რომ მიუხედავად გაუქმებული დროებითი მმართველის სტატუსისა, თავს მოვალედ თვლიან, მომავალში აქტიური მონაწილეობა მიიღონ "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ ნებისმიერ პროცესში, რათა ხელი შეუწყონ სამართლიანობის სრულ აღდგენას.

"1. როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები ვემორჩილებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიგვაჩნია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მხოლოდ დამოუკიდებელი სასამრთლოს განჩინება მოითხოვს აღსრულებას, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მას ერთ-ერთი მხარე. 2. ჩვენი თანხმობა, დავნიშნულიყავით დროებითი მმართველის თანამდებობაზე, განაპირობა "რუსთავი 2"-ის ირგვლივ შექმნილმა რთულმა ვითარებამ - ინფორმაციამ მოსალოდნელი არეულობის, დესტაბილიზაციისა და ბარიკადების აღმართვის შესახებ. მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია ჩვენი ყოფილი და მომავალი თანამშრომლების გამოყენება ნებისმიერი სახის პოლიტიკურ პროვოკაციაში. 3. ამ დაძაბულ ფონზე, პირველი ინსტანციაში ქიბარ ხალვაშის მიერ მოგებულმა პროცესმა დააჩქარა ჩვენ შორის სამომავლო მოლაპარაკება. მომავალი პარტნიორისგან მივიღეთ წინადადება – სასამართლო პროცესის სრულად და წარმატებით დასრულების შემდეგ კომპანიის 50% პროცენტის მფლობელობა და დირექტორის პოსტი. მიგვაჩნია, აღნიშნული შემოთავაზება სრული გარანტიაა იმისა, რომ მომავალში "რუსთავი 2" გახდება დამოუკიდებელი, არაპარტიული და კრიტიკული მედიასაშუალება, რომლის ფუნქციონირების პრინციპები ჩვენ ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ ამა წლის 6 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. 4. მიუხედავად გაუქმებული დროებითი მმართველის სტატუსისა, თავს მოვალედ ვთვლით მომავალში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ ნებისმიერ პროცესში, რათა ხელი შეუწყოთ სამართლიანობის სრულ აღდგენას. 5. ჩვენ, "რუსთავი 2"-ის კანონიერი მფლობელები, რომლებსაც 2004 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ იძულებით და ზეწოლით, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ დაგვათმობინა ტელევიზიის საკონტროლო პაკეტი, გადააქცია ქვეყნის ნომერ პირველი მედიასაშუალება ნაცმოძრაობის პოლიტიკურ იარაღად და პროპაგანდისტულ მანქანად, ყველა კანონიერ უფლებას გამოვიყენებთ, რომ ჩვენი დაბრუნებით ტელევიზიას, მის ჟურნალისტურ, შემოქმედებით და ტექნიკურ შემადგენლობას მიეცეს საშუალება რეალურად შეასრულოს მასზე დაკისრებული რთული, მაგრამ საპატიო ამოცანა – ქვეყნის დემოკტარიული განვითარების, ევროატლანტიკური კურსის გატარების და მეთვალყურის (ვოჩდოგი) ფუნქციის წარმატებით განხორციელების საქმეში", - ნათქვამია აქიმიძისა და დვალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge