primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

ოთხი პოლიტიკური პარტია თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს

  • პოლიტიკა
  • 12.06.2018
  • 10:50
ოთხი პოლიტიკური პარტია თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს

4 პოლიტიკური პარტია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

ხელმომწერი პარტიები იუსტიციის მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

“ჩვენ, 4 პოლიტიკური პარტია, გამოვხატავთ რა, საზოგადოების იმ ნაწილის განწყობას ვისაც მიაჩნია, რომ დაუშვებელია სახელმწიფოში მიმდინარე ყველა მოვლენა „ქართული ოცნების“ და მისივე სცენარით მთავარ ოპოზიციურ ძალად გამოცხადებული „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი იყოს, ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ საზოგადოების პროტესტი დღეს რეალურად ბევრად უფრო ფართო და მასშტაბურია, ვიდრე რუსთაველის გამზირზე გამართული ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის აქცია! დაბეჯითებით მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიჩინოს ადეკვატურობა შექმნილ ვითარებაში და დაუყოვნებლივ გადადგას შემდეგი ნაბიჯები: საქმე გამოძიებულ იქნას სრულყოფილად. ნახევარზომების გატარება და მეორეხარისხოვანი ფიგურანტების დაკავება კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხებს. აუცილებელია, როგორც მკვლელობის უშუალო შემსრულებლების, ასევე პროკურატურის თანამდებობის პირების დაკავება, რომლებიც დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობდნენ. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ საქმის გამოძიება წარმართოს საზოგადოების ნდობით აღჭურვილმა დამოუკიდებელმა ორგანომ და არა ბოკერიას საპარლამენტო კომისიამ ან შსს-მ, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა სწორედ ამ საქმის ირგვლივ წამოჭრილ კითხვებზე;

ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების მანკიერი სისტემის რეალური და არა კოსმეტიკური ცვლილება. შოთაძის გადაყენება არის თამაში „ერთი ბარტყის გადაგდების“ პრინციპით და ეს თამაში ხელისუფლებას და ქვეყანასაც ახალ თავსატეხებს გაუჩენს. ამიტომაც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადაყენებულ იქნას იუსტიციის მინისტრი და ამ მანკიერი სისტემის შემქმნელი სხვა მაღალი თანამდებობის პირები“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

„თავისუფალი საქართველო“
„თავისუფლება“
„ტრადიციონალისტთა კავშირი“
„ქრისტიან-დემოკრატები“

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge