დღეს სავარაუდოდ, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაინიშნა
- პოლიტიკა
- 12.06.2018
- 13:09
დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება.
წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს შეეხება.
სხდომა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება.