112-ში არსებული პროგრამული ხარვეზი გამოსწორდა
- საზოგადოება
- 12.06.2018
- 14:57
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში არსებული პროგრამული ხარვეზი უკვე გამოსწორებულია და ზარების მიღება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო", - აღნიშნავენ უწყებაში.
ცნობისთვის, 112-ში პროგრამული ხარვეზის გამო, ზარების მიღება დროებით შეფერხებული იყო.