ჯასთინ ტრიუდომ შეცდომა დაუშვა, რაც ძალიან ძვირი დაუჯდება - ტრამპი
- მსოფლიო
- 12.06.2018
- 17:53
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასთინ ტრიუდომ სერიოზული შეცდომა დაუშვა, რომელიც მას ძალიან ძვირი დაუჯდება.
შესაბამისი განცხადება ტრამპმა ტელეარხ ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის შესახებ პრეს-კონფრენციაზე კანადის ლიდერის შეფასების კომენტირებისას გააკეთა.
„მას ეს არ უნდა გაეკეთებინა. ეს შეცდომაა, რომელიც მას ძალიან ძვირი დაუჯდება“, - აღნიშნა ტრამპმა.
სკანდალი მას შემდეგ გამწვავდა, რაც კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასთინ ტრიუდომ ტრამპის სინგაპურში გაფრენის შემდეგ განაცხადა, რომ კანადისთვის ამერიკული გადასახადები შეურაცხმყოფელია და დაჩაგვრის უფლებას არავის მისცემს.
აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ბედნიერები იყვნენ სამიტის ბოლო დღეს, რომელიც 9 ივნისს დასრულდა.
„შემდეგ კი (ტრიუდომ) რაღაც შეურაცხმყოფელი თქვა “, - განმარტა ტრამპმა.
„შეურაცხმყოფელი გამონათქვამისა“ და ტრამპის მუქარის მიუხედავად, ამერიკის ლიდერმა აღნიშნა, რომ ტრიუდოს მიმართ მაინც კარგი დამოკიდებულება აქვს.