png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ადა მარშანიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისია დატოვა

  • პოლიტიკა
  • 13.06.2018
  • 16:10
ადა მარშანიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისია დატოვა

ადა მარშანიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისია დატოვა. დეპუტატი სხდომაზე დაინტერესდა, ფართოვდება თუ არა საკითხთა წრე და იგეგმება თუ არა სხვა მძიმე დანაშაულების გამოძიებაც.

„თავიდანვე გვინდა, განვაცხადოთ კიდევ ერთხელ, რომ რეგლამენტის ყველანაირი დარღვევით და საერთოდ უპრეცედენტო რაღაცეებით მოხდა ამ კომისიის შემადგენლობის დაკომპლექტება, ეს შეგნებულად გაკეთდა ასე. კენჭისყრა იყო უცნაური. ამ კომისიის უმრავლესობა არიან „ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენლები, ესეც აბსოლუტურად შეგნებულად იყო გაკეთებული. ეს კომისია ვერ ხედავს, რომ სხვა საქმეებითაც უნდა იყოს დაკავებული. თქვენ მოიშველიებთ ფორმალურ გარემოებას, რომ ეს არც კანონში წერია და არც რეგლამენტში. ჩვენ შევალთ პარლამენტში წინადადებით, რომ შეიქმნას ამდაგვარი კომისია და ვნახავ, როგორ დაუჭერთ ამ კომისიის შექმნას მხარს, რომ სხვა საქმეებიც იყოს გამოძიებული. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვრჩები ამ კომისიაში, ვერ ვიმუშავებ იქ, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით ზის, იქ ჩვენ არაფერი გვესაქმება. ეს არის „ქართული ოცნების“ ბრალი. ეს არის აბსურდის თეატრის გაგრძელება”, – განაცხადა ადა მარშანიამ.

სერგი კაპანაძემ მარშანიას განუმარტა, რომ მის მიერ მოთხოვნილი საკითხები კომისიის კომპეტენციაში არ შედის.  რის შემდეგაც, მარშანიამ აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიას ტოვებს. „მე ვტოვებ კომისიას და პატრიოტები ამ კომისიაში არ იმუშავებენ”, – აღნიშნა დეპუტატმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge