primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

ევროპაში მმართველი პარტიის ლიდერები არიან პრემიერ-მინისტრები, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს - მარგველაშვილი

  • პოლიტიკა
  • 14.06.2018
  • 11:17
ევროპაში მმართველი პარტიის ლიდერები არიან პრემიერ-მინისტრები, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს - მარგველაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი გუშინ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წავიდა და თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარეს, ანუ ბიძინა ივანიშვილს უნდა მისცეს შესაძლებლობა, რომ დააკომპლექტოს ახალი მთავრობა, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული პროცესები ბევრად გასაგები და განჭვრეტადი უნდა იყოს. მან ამ აღნიშნულ მასკარადი უწოდა და განაცხადა, რომ ეს უნდა დასრულდეს. მარგველაშვილის განცხადებით, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს.

„მე მიმაჩნია, რომ ეს რაღაცნაირი მასკარადის პერიოდი, როდესაც უცებ ირჩევიან ახალი პრემიერ-მინისტრები და რა პრინციპით ირჩევიან, ეს საზოგადოებისთვის და მათ შორის, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის გაუგებარია, უნდა დამთავრდეს. თუ ევროპულ არჩევანზე ვამბობთ და ევროპული სახელმწიფოს ფორმირებაზე ვამბობთ, მარტივად მოგახსენებთ, იქ პრემიერ-მინისტრები არიან მმართველი პარტიის ლიდერები და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე და ისეთი სახელმწიფო პროცესის ფორმირებაზე, რომელიც სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის გასაგებია, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე და არჩევაზე, რომლის მიმართაც არ გაჩნდება კითხვები, რატომ წავიდა თანამდებობიდან და რომელიც პასუხისმგებელია თავის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და რომელსაც ძალაუფლება და შესაძლებლობა გააჩნია ამ გადაწყვეტილებების ცხოვრებაში გატარების. ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ და ასე ფორმირდება ევროპული პოლიტიკური კულტურა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს ჩვენ საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით ვერთიანდებით, ვმსჯელობთ და განვიხილავთ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ რაღაცნაირი პროცესის დასასრული უნდა იყოს ეს, როდესაც არ ვიცით ვინ, რა პრინციპით ხსნის პრემიერ-მინისტრებს, რა პრინციპით არჩევს პრემიერ-მინისტრებს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge