ალასკას საჰაერო სივრცეში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს დაეჯახა
- მსოფლიო
- 14.06.2018
- 11:49
ალასკას შტატშის საჰაერო სივრცეში, ორი მცირე ზომის თვითმფრინავი ერთმანეთს დაეჯახა. მედიის ცნობით, ერთ-ერთი საჰაერო ხომალდი ქალაქ ანკორიჯში ავარიულად დაეშვა.
საგანგებო სამსახურების წარმომადგენლების თქმით, თვითმფრინავების დაჯახება შასის დაზიანებამ გამოიწვია.
მეორე თვითმფრინავი კი მდინარეში ჩავარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, რომელიც მდინარეში ჩავარდნილი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა.