primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

პრეზიდენტი არ შეიძლება ასეთ განცხადებებს აკეთებდეს -ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 14.06.2018
  • 12:08
პრეზიდენტი არ შეიძლება ასეთ განცხადებებს აკეთებდეს -ირაკლი კობახიძე

ის არ იყო მკაცრი, ის იყო არასერიოზული თავის განცხადებაში. არასერიოზულ განცხადებებზე, ბუნებრივია, არ შეიძლება სერიოზული კომენტარის გაკეთება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სახელმწიფოს მეთაური, რომელიც არის კონსტიტუციის თანახმად რაღაცეების გარანტი, არ შეიძლება ასეთ განცხადებებს აკეთებდეს.

„ამაზე მართლა გული მტკივა მე, როდესაც სახელმწიფოს მეთაური, რომელიც არის კონსტიტუციის თანახმად გარანტი რაღაცეების, გარანტი, მათ შორის კონსტიტუციური სისტემის, თუნდაც სიმბოლურად, მაგრამ მაინც, არ შეიძლება ის ასეთ განცხადებებს აკეთებდეს, შესაბამისად, მე არ მინდა დამატებითი კომენტარების გაკეთება. მე შემიძლია გითხრათ ის, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო დემოკრატია და ამ სისტემაში ეს არის უცხო ხილი, სამწუხაროდ ჩვენთის. ჩვენ გვიწევდა ცხოვრება საპრეზიდენტო მმართველობის პერიოდებში 90-იანი წლებიდან, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უცხო მოვლენაა ეს დემოკრატიული პროცესები. საპარლამენტო დემოკრატიაში, საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავრობის ცვლილება არის ნორმალური, ჯანსაღი მოვლენა. ჩვენ, გახსოვთ, რომ ვსაუბრობდით გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. იყო დისკუსიები, მმართველ გუნდში და ზუსტად ამ დისკუსიების შედეგი იყო ის განცახდება, რომელიც გაკეთდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ეს არის ჯანსაღი პროცესი, ეს არის ნორმალური პროცესი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მთავრობის ცვლილება, არის ნორმალური მოვლენა საპარლამენტო დემოკრატიაში.

„ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ. ჩამოყალიბდება ახალი მთავრობა. დღეს შეიკრიბება საპარლამენტო უმრავლესობა,სადაც გამიხილება ახალი კანდიდატის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის საკითხი, შესაბამისად, განიხილება ასევე ახალი სამთავრობო გუნდის საკითხი. ჩამოყალიბდება სამთავრობო გუნდი და გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება, ჩვენთვის მთავარია, რომ ის მიღწევები, რაც გვაქვს, შევინარჩუნოთ და ის გარკვეული ხარვეზები, რაც იყო გუნდის საქმიანობაში, მთლიანად გამოვასწოროთ. ეს არის ჩვენი ამოცანა და ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი ახალი სამთავრობო გუნდის პირობებში. ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთის განსაკუთრებული პრიორიტეტია მჭიდრო კომუნიკაციის და თანამშრომლობის არსებობა პარლამენტსა და მთავრობას შორის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ამ სულისკვეთებაზე იქნება აგებული ურთიერთობები პარლამენტსა და ახალ მთავრობას შორის”, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge