ბილ კლინტონის რომანმა გაყიდვების რეკორდი მოხსნა
- მსოფლიო
- 14.06.2018
- 12:39
აშშ-ის ექს-პრეზიდენტის ბილ კლინტონის პირველმა რომანმა პირველივე კვირას გაყიდვების რეკორდი მოხსნა. წერს The Washington Post-ი.
მძაფრსიუჟეტიანი რომანი „დაიკარგა პრეზიდენტი“ გაყიდვაში 4 ივნისს გამოვიდა. ამ დღიდან მოყოლებული 250 ათასი წიგნი გაიყიდა.
რომანი 2015 წლის შემდეგ ყველაზე გაყიდვადი გახდა. ნაწარმოები ცნობილ მწერალთან ჯეიმს პატერსონთან თანაავტორობოთ დაიწერა.
ამასთან, Showtime-მა წიგნის სიუჟეტის მიხედვით უკვე დაიწყო სერიალის გადაღება. სერიალი სავარაუდოდ მომავალი წლიდან გამოვა.
სიუჟეტი ვითარდება აშშ-ზე კიბერშეტევის ირგვლივ, რომელიც მთელს მსოფლიოს ემუქრება. შეტევა უნდა შეაჩეროს გამოგონილმა პრეზიდენტმა ჯონათან ლინკოლნ დანკენმა. სიუჟეტის მიხედვით მთავარი გმირი უჩინარდება.
როგორც კლინტონი ამბობს, წიგნში დაწვრილებით არის ასახული თეთრი სახლის ცხოვრება.