primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრობამდე მიიყვანს არის სწორედ საქართველოს ევროპული გზა - მიხეილ ჯანელიძე

  • პოლიტიკა
  • 14.06.2018
  • 13:05
გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრობამდე მიიყვანს არის სწორედ საქართველოს ევროპული გზა - მიხეილ ჯანელიძე

ბათუმის კონფერენცია ჩამოყალიბდა პლატფორმად, სადაც განიხილება საქართველოს მიერ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯები და ის გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრობამდე მიიყვანს - ეს არის სწორედ საქართველოს ევროპული გზა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპულ გზა" გახსნის ცერემოანიაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველო განუხრელად მიუყვება ევროპულ გზას, რომელიც წინაპრებმა საუკუნეების წინ განსაზღვრეს. მისი შეფასებით საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა სრულიად ახალ ეტაპზეა და დღეს საქართველო ისე ახლოსაა ევროპულ ოჯახთან როგორც არასდროს.

"საქართველო აღიარებულია ლიდერად ევროპული ტრანსფორმაციის პროცესში. ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, ინოვაციების, კულტურის, ენერგეტიკის, გარემოს, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, უსაფრთხოების და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და სხვა სფეროებში, მრავალ მნიშვნელოვან მიმართულებაზე ევროკავშირის დახმარება - ეს ევროინტეგრაციით განპირობებული სიკეთეების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია" - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

სიტყვით გამოსვლისას ჯანელიძემ ვრცლად ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის თაობაზე, რაც მისი თქმით საქართველოს ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას ისახავს მიზნად. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა ამ მიმართულებით მაქსიმალურად იქნება გამოყენებული როგორც ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმები, ასევე ახალი შესაძლებლობები და გაკეთდება იმაზე მეტი, ვიდრე ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს.

მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის, ევროპარლამენტში გაკეთებული მოხსენებისთვის, რომელიც ეხებოდა რეზოლუციას სახელწოდებით "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ". მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით მოხსენებაში მკაფიოდ დაფიქსირდა ევროკომისიის ხედვა კონფლიქტთან და რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით.

"2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან 10 წლის შემდეგ რუსეთი კვლავაც განაგრძობს შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას და ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების - ანექსიისკენ ნაბიჯების გადადგმას. მიუხედავად აღნიშნულისა საქართველო განუხრელად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო და ერთსულოვანი მხარდაჭერით. არსებული გამოწვევების ფონზე, უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის როლის ზრდა რეგიონში" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა საკუთარ გამოსვლაში ასევე ისაუბრა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსის ღირებული და საიმედო პარტნიორია. მისი თქმით ქვეყნის მოლოდინია, რომ ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სანათადოდ იქნება შეფასებული და ასახული ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში.

მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა საქართველო ევროკავშირს შორის სექტორულ თანამშრომლობაზე და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა უმაღლესი დონის ფორმატის შექმნას, რომელიც მისი თქმით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სექტორული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ეს ფაქტი ცალსახად მეტყველებს ევროკავშირის და კერძოდ, ევროკომისიის დიდ ინტერესზე, გააღრმავოს ურთიერთობები საქართველოსთან. ჯანელიძის განცხადებით ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობამ გასული წლის განმავლობაში აქტიურად იმუშავა.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო წარმატებით და ღირსეულად გაივლის ამ ევროპულ გზას და ჩვენ გავხდებით ევროკავშირის, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ​.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge