primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, დღეს, უმრავლესობის გაფართოებულ სხდომაზე დასახელდება - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 14.06.2018
  • 13:18
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, დღეს, უმრავლესობის გაფართოებულ სხდომაზე დასახელდება - ირაკლი კობახიძე

 

სწორი იქნება არსებული სამთავრობო გუნდიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება და ასევე, ლოგიკურია ისიც, რომ ეკონომიკური, გამოცდილება ჰქონდეს, კანდიდატს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის გაფართოებულ სხდომაზე იქნება მიღებული.

"ჯერ-ჯერობით არასწორი იქნება განცხადების გაკეთება. ხუთ საათზე შეიკრიბება მმართველი გუნდი, საპარლამენტო უმრავლესობა გაფართოებულ ფორმატში და იქ იქნება მიღებული დღესვე, დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების თაობაზე.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, მე ვფიქრობ, ლოგიკურია ის მსჯელობა, რომ სწორი იქნება არსებული სამთავრობო გუნდიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება და ასევე, ლოგიკურია ისიც, რომ ეკონომიკური, ასე ვთქვათ გამოცდილება ჰქონდეს, განსაკუთრებული გამოცდილება ამ მიმართულებით კანდიდატს. შესაბამისად, ალბათ ესეც იქნება კრიტერიუმები. ყოველშემთხვევაში მე ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებდი. საბოლოო გადაწყვეტილება იქნება დღეს მიღებული ხუთი საათის სხდომაზე, რომელიც გაიმართება გაფართოებულ ფორმატში. ეს იქნება უმრავლესობის გაფართოებული სხდომა. დაესრწებიან ასევე პოლიტსაბჭოს სხვა წევრები. მთავრობის წევრები",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„როდესაც დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ის შემოგვთავაზებს მთავრობის ახალ შემადგენლობას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩაერთოს პარლამენტი ამ დისკუსიაში და განხილვაში. პირველ რიგში, დავუტოვოთ ეს კონსტიტუციური უფლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რომელიც ასახელებს მთავრობის ახალ შემადგენლობას და ამის შემდეგ შეგვეძლება ჩვენ კომენტარების გაკეთება როტაციის თაობაზე, სამთავრობო ცვლილებების თაობაზე",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge