png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ოთარ დანელია ნატანებში დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

  • საზოგადოება
  • 02.12.2015
  • 12:53
ოთარ დანელია ნატანებში დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, გია სალუქვაძესთან ერთად,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ ნატანებში დამშრობი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

,,აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოში ძირითადად სადრენაჟე სამუშაოები ხორციელდება. ამ ეტაპზე, რეგიონში  40-მდე ერთეული სამელიორაციო ტექნიკა  ჩართულია სარეაბილიტაციო სამუშაოებში. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, 11 კმ- ზე მეტი სიგრძის სადრენაჟე არხი აღდგება და 480 ჰა ფართობის  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა სოფლის მეურნეობის მინისტრს სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

პროექტის ფარგლებში, რიონი - ჩოლოქის მდინარეთა შორის მასივზე მოეწყობა მილხიდები, კაპიტალური ხიდი, გაიწმინდება კოლექტორი და შემკრები არხები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელ ნატანების 480 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე აღდგება სადრენაჟე მომსახურება. პროექტის  I ეტაპის  ღირებულება 483 410 ლარია. სამუშოები 2016 წლის ივლისში დასრულდება.

როგორც გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმინებულმა-გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ აღნიშნა, სამელიორაციო სამუშაოები რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს.

დღეისათვის, შპს „საქართველოს მელიორაცია“ გურიის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების  3,  საქართველოს მასშტაბით კი - 26  პროექტს ახორციელებს.

ნატანებში დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას  სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების  წარმომადგენლები გაეცნენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge