პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა წარადგინეს
- პოლიტიკა
- 14.06.2018
- 18:18
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მმართველმა გუნდმა ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა დააყენა. აღნიშნულის შესახებ განცხადება "ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე წუთის უკან უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.