ფლორიდაში ამერიკული მთების სამი ტროლეი მოწყდა - არიან დაშავებულები
- მსოფლიო
- 15.06.2018
- 14:14
ფლორიდის შტატის ატრაქციონების პარკში ამერიკული მთების სამი ტროლეი რესლებიდან გადავიდა. შედეგად ექვსი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტი ქალაქ დეიტონ-ბიჩში მოხდა.
ინციდენტის დროს 10 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ორი მათგანი 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.