თბილისში 25 წლამდე ბიჭი მოკლეს
- სამართალი
- 15.06.2018
- 16:26
გლდანში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. ადგილობრივებმა 25 წლამდე ბიჭი გლდანის მე-4 მიკრორაიონში იპოვეს.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, კონფლიქტი სხვა მიკრორაიონში მოხდა, რა დროსაც მამაკაცი დაჭრეს, დაჭრილი კი მე-4 მიკრორაიონში მივიდა და გარდაიცვალა.
ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200