ტურისტების ავტობუსი გადაბრუნდა -არის მსხვერპლი
- მსოფლიო
- 18.06.2018
- 13:35
პოლონეთში ტურისტების ავტობუსი გადაბრუნდა. ინციდენტი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში კონსტანტინოვოში მოხდა. ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა. ავტობუსში სულ 50 ადამიანი იმყოფებოდა.
გავრცელებული ცნობით, ავტობუსი გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და გადაბრუნდა. მაგისტრალი, სადაც ავარია მოხდა, გადაკეტილია. ადგილზე საგანგებო სამახურების თანამშრომლები მუშაობენ. თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, ტურისტები, უცნობია. ასვე უცნობია მომხდარის მიზეზები.