ზაზა სარალიძე სუს-თან მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქციას გამართავს
- საზოგადოება
- 19.06.2018
- 11:24
დღეს, 19 ივნისს, 14:00 საათზე, სახელიმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აქციას გამართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სარალიძე ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"14 საათზე მოდულის შენობასთან გაიმართება აქცია "ნუ მომკლავ - აღასრულე სამართალი"
სოლიდარობა მალხაზ მაჩალიკაშვილს", - წერს სარალიძე.