შვედეთში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 19.06.2018
- 12:00
შვედეთის ქალაქ მალმეში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ორი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
საავადმყოფოში სულ ექვსი დაჭრილი მიიყვანეს. უცნობია მომხდარის მიზეზები. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია რ ვრცელდება.
შვედური მედიის ცნობით, ინციდენტი ქალაქის ცენტრში, ინტერნეტ-კაფესთან მოხდა. თვითმხილველთა თქმით, სროლა იმ დროს დაიწყო, როდესაც გამვლელებს ავტომობილი მიაუხლოვდა. მედიის ნობით, სამი დაჭრილის ვინაობა კრიმინალური სამყაროსთვის კარგად არის ცნობილი.