გემის ჩაძირვის შემდეგ მაშველები 128 ადამიანს ეძებენ
- მსოფლიო
- 19.06.2018
- 14:14
ინდონეზიელი მაშველები გემის 128 მგზავრს ეძებენ, რომლებიც ტობას ტბაში ხომალდის ჩაძირვის შედეგად დაიკარგნენ.
სამაშველო სამსახურებს ათობით დაკარგულის ნათესავმა დახმარების თხოვნით მიმართა.
ჯერჯერობით ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულის შესახებ. ინციდენტი ჩრდილოეთ სუმატრას პროვინციაში ტობას ტბაში მოხდა.