primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სოციალური მიმართულების მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს

  • პოლიტიკა
  • 19.06.2018
  • 14:25
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სოციალური მიმართულების მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დასპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის „თავისუფალი, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" მიმდინარეობაზე მინისტრობის კანდიდატებისგან მოხსენებები მოისმინეს.

„განათლების და მეცნიერების სფეროში რეფორმების განვითარება „ქართული ოცნების" ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის ხედვით, განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციურ მიდგომებს და ახალგაზრდულ პოლიტიკას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება",- განაცხადა განათლების და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა.

მომხსენებელმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის თაოსნობით, რეფორმები კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს და ამავდროულად, თანამედროვე გამოწვევისა და მიზნების შესაბამის ხასიათს შეიძენს.

„ჩვენი ამოცანაა განათლებისა და მეცნიერების სისტემა გახდეს ქვეყნის დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების მყარი საფუძველი. ამოსავალი პრინციპია ხარისხის ამაღლება. სისტემაში უმთავრესია ბავშვი, მოზარდი, ახალგაზრდა და განათლების მიღების ზრდასრული მსურველი", - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრობის კანდიდატმა განათლების სისტემაში უკვე განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა და უწყების პრიორიტეტულ მიმართულებებზე დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, პროფესიული განათლების განვითარების, სპეციალური ტრენინგების გამართვის, სასკოლო სპორტული აქტივობების ხელშეწყობასთან ერთად, სამინისტროს ამოცანაა სოფლის სკოლების კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებად ჩამოყალიბება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა საგანმანათლებლო სერვისებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცემა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მიმართულებით სამთავრობო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ.

„საქართველოს მთავრობამ გააკეთა აბსოლუტურად სწორი, პრაგმატული და რაციონალური არჩევანი, როდესაც გადაწყვიტა, რომ მიზნობრივი ჯანდაცვა გადაერთო საყოველთაო ჯანდაცვაზე. ბოლო წლების განმავლობაში ჯანდაცვის ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ს შეადგენს. გაიზარდა 2.5%-ით და გახდა 2.5%! ადვილი წარმოსადგენია საწყისი დონე 2012 წელს სად იყო. გაზრდილმა ბიუჯეტმა საშუალება მოგვცა მთლიანად ჯანდაცვის სერვისების მოხმარება ჯერ კიდევ 2015 წლისთვის გაორმაგდა და ორჯერ მეტი ადამიანი იღებს გეგმიურ ამბულატორიას და მოიხმარს პირველადი ჯანდაცვის მომსახურებას", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მინისტრობის კანდიდატმა სისტემაში ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და ერთ-ერთ პრობლემად მედიკამენტების ფასები და მათი შეძენისთვის დახარჯული თანხები დაასახელა. მისივე განცხადებით, სამინისტრო და მთლიანად, მთავრობა მუშაობს ისეთი პროგრამების შედგენაზე, რომლებიც საპენსიო ასაკისა და სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას მედიკამენტებზე დახარჯული თანხების ფინანსურ ტვირთს, მინიმუმ, გაუნახევრებს.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ვრცელი ინფორმაცია წარმოადგინა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ გიორგაძემ.

მან პარლამენტის წევრებს როგორც კულტურის მიმართულებით, ასევე სპორტის განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯები გააცნო.

მინისტრობის კანდიდატმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კულტურული ძეგლების რესტავრაცია/რეაბილიტაციაზე, სპორტული კომპლექსების მშენებლობასა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათზე გამოყოფილი თანხების ზრდის ტენდენციებზე ისაუბრა.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, თურქეთის მხარესთან ისტორიულ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომლის შედეგედაც დასრულდა იშხანის ტაძრის რესტავრაცია და დაწყებულია ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები. ამ პროცესში კი, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სამუშაოებში ქართველი სპეციალისტები არიან ჩართულნი", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ცალკეულმა კომიტეტებმა კენჭი უყარეს წარმოდგენილ მინისტრობის კანდიდატებს და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია -  ირმა ინაშვილი
  • 12:16
კობახიძეს ქართულ პოლიტიკაში ცილისწამების, შუღლისა და სიძულვილის მეტი არაფერი მოუტანია - ირმა ინაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge