png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

პენიტენციური სისტემა მცირე ზომის ციხეების მოდელზე გადადის - კახი კახიშვილი

  • საზოგადოება
  • 19.06.2018
  • 14:42
პენიტენციური სისტემა მცირე ზომის ციხეების მოდელზე გადადის - კახი კახიშვილი

პენიტენციური სისტემა მცირე ზომის ციხეების მოდელზე გადადის, -ამის შესახებ საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ახალი ციხეები არაუმეტეს 500 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი.

„გადავწყვიტეთ, გადავიდეთ პატარა ციხეების მოდელზე. შემუშავდა და მზად არის პროექტი პატარა ციხეების, რადგან სამართავად უფრო ეფექტიანია. დაახლოებით, ერთი და იგივე პროექტით, ჩვენ დავიწყებთ მშენებლობას არაუმეტეს 500 კაციანი ციხეების“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ამასთან, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი საკითხია ის, თუ რა უნდა შესთავაზოს სახელმწიფომ პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე წლით მოხვედრილ პირს, რომ ის არ დაინტერესდეს კრიმინალური სუბკულტურით ან კრიმინალური სუბკულტურის მქონე პირებმა არ მოახდინონ მასზე გავლენა.

„ეს არის ბენეფიტები, რომელიც დაკავშირებული იქნება გათავისუფლებასთან. ამიტომ, ჩვენ მალე წარმოგიდგნეთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის შესაბამისად, ერთი მხრივ, ბიზნესს მივცემთ დაინტერესებას, რომ პენიტენციურდაწესებულებაში შექმნან სამუშაო ადგილები და მეორე მხრივ, მსჯავრდებულებს, რომლებიც ჩაერთვებიან შრომით საქმიანობაში, შესაბამისი ფორმულის საფუძველზე მოაკლდებათ საპატიმრო დღეები. შემდგომში კი, გამოკლებულზეშეეხებათ ყველა ის ბენეფიტი, რომელსაც კანონი ითვალისწინებს – პირობით ვადამდე გათავისუფლება თუ შეწყალების ათვლა“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

კახა კახიშვილს, მინისტრობის სხვა კანდიდატებთან ერთად, საპროცედურო საკითხთა და წესების; იურიდიულ საკითხთა; თავდაცვისა და უშიშროების;  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოუსმინეს, სადაც მან პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებზე და გეგმებზე ისაუბრა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge